კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 19:44

 

ოხერმა წუთისოფელმა

დამადვა თავის ნიშანი,

მეც ჩამთქამს მისი მორევი,

ეს არის იმის მიზანი.


მთას რომ ჩამოჰთოვს, სიტურფე

დიდხანს არც ჭალებს შეჰრჩება,

თანთან ყველაფერს მოჰშუშავს,

ყვავილ - ბალახი გახმება.


ტყესაც ყოველ წამს და წუთსა

ფოთოლი ჩამოჰვარდება,

ქარი წაიღებს... მიაგდებს...

დაჰწვიმს, ზედ გუბე დადგება,

ზამთარი მოვა, გაჰყინავს,

თოვლს დაჰდებს, როდის გაშრება?


მაგრამ, რა ჟამი შემოჰკრავს,

რა ისევ გაზაფხულდება, -

ტყეს სხვა ფოთოლი მოესხმის,

სხვა მწვანით მოიკაზმება,

ფოთოლი შარშანდელი კი,

წავა და დაიკარგება!


და მერე განა რამდენი

მოჰწყდა სამშობლოს რტოდამა?

ვერა უშველოს ვერც გლოვამ

და ვერც პოეტის ბოდვამა.

რა ვუყვათ? წესი ასეა,

არა ჰქმნა ჩვენმა ცოდვამა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen