|
სამშობლოს მთებო, ოდეს თქვენს ზემოთ შავი ღრუბლები გადაივლიან, როს მზერას უნდა სხივი ეძებოს გამიცოცხლდება თვალწინ ილია.
თერგის, არაგვის ზვირთთა დინებას მგონია, მისი სულ მოყვება შეუჩერებლად, დაუძინებლდ.
თუ გზა ბნელისკენ გადაექანა... ჩაუკიდია ხელი აღვირზე, ნათელში გაჰყავს თავის ქვეყანა.
გული კლდევდება, სული სალდება. მიარღვევს წყვდიადს... მაგრამ ეს ხატი მეტია, ვიდრე გამოცხადება.
სისხლი შადრევნად ამჩქეფარებას, მან იცის, ზრახვა თუ გაღვთიურდა ბოროტის ხელი ვერ ეკარება.
მტკივნეულ ეკლის გვირგვინს დავხურავთ რომ ეს იქნება იმ საქმის ძეგლი, რაც სიცოცხლეში ვერ განასრულა.
რაკი დღეს მამულს ასე ჭირდება.. ხოლო ხვალ ერი, თვალახელილი, ამ ძეგლთან ფიცით შეკავშირდება.
დამბანგველ ძილსა და იდილიას - ნუგეშად, შვებად და წინამძღოლად სამშობლოს გზებზე მოდის ილია! |
| პოეზიის გვერდი • • • |


