კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:54

 

უზურპატორმა გარდმოავლო თვალი ფრანციას 

და თქვა, როდესაც ნაომარი დაეყრდნო მახვილს: 

„ვისაც შეუქმენ იმპერია, რომ შეგაქცია

იმ ხალხმა ზურგი, ახი არის, ნამდვილად ახი!..


რომ ყოფილიყავ შენ პატრონი შენი ერისა, 

სიკვდილის შემდგომ ვეღარაფერს ვერ დაგაკლებდნენ 

და აგცდებოდა შენ უთუოდ მაშინ შერისხვა, 

არ დაამსხვრევდნენ მოედნებზე შენს ქანდაკებებს.


რომ იყოს-მეთქი მბრძანებელი თუნდაც იროდი, 

როდესაც ჟამი იბობოქრებს და ჟამი წარვალს, 

თავის ერს თუკი ემსახურა, როცა სჭიროდა, 

მაშინ ის ერი მტარვალობას შეუნდობს მტარვალს.


და მისი ერის განმტკიცებას თუ დაივალებს, 

შეუნდობს სისხლის ოკეანეს და შვილის სისხლსაც 

და თავის მეფეს, თუნდ მრისხანე ერქვას ივანე, 

არ დაუკარგავს გარჯისა და ნაღვაწის მისხალს...


შენ კი სხვის დროშას ემსახურე შენი ერისთვის 

რაი ჰქმენ?.. ხალხის ბედიღბალი გიჩნდა თამაშად...

უზურპატორო! შენ ღირსი ხარ მხოლოდ შერისხვის, 

შენ ეგ გარგუნა ისტორიამ სხვისთვის დამაშვრალს.


ვისაც შეუქმენ იმპერია, რომ შეგაქცია

ზურგი იმ ხალხმა, ახი არის, ნამდვილად ახი!..“ 

უზურპატორმა გარდმოავლო თვალი ფრანციას, 

აი, ეს თქვა და ნაომარი დაეყრდნო მახვილს...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen