კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 02:39

 

ბავშვობაში დაბრუნება მინდა,

ჭრელა-ჭრულა კაბებით და ბაფთით...

ის ყოფილა ყველაფერზე წმინდა -

დამაბრუნეთ ჩემი სკოლის ჩანთით!..


გამაღვიძეთ, ბავშვი ხართქო ისევ...

ისევ ვწერო დავალება ვრცელი...

გული ისევ ბავშვობისკენ იწევს...

გავიზარდე, მომემატა წელი!..


ბალახებში სამყურების ძებნა,

სხვა ლურჯი ცა მომენატრა ღმერთო!..

სხვა ბავშვობას ვერ შევხვდები ქვეყნად -

დღესაც ახსოვს ჩემს კოპწია ეზოს...


დაღლა რაა, არ იცოდა გულმა,

სულში ძალა უძლეველი ქარის!..

შეიცვალა, დაჭკვიანდა სულ სხვა -

დღეს შვილებით ბედნიერი ქალი!..


ბავშვობაში დაბრუნება მინდა,

აკაციის მოსალმება გზაზე...

ვერაფერი, ვერაფერი გვღლიდა -

მასაუბრეთ კვლავ იმ ბავშვურ ხმაზე...


დიდი დროა გახიდული შორის...

ცრემლიანს თუ გააყოლებ მზერას...

მართალია, აღარა ვარ ბავშვი,

მაგრამ, ახლაც ვგრძნობ იმ გულის ძგერას!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen