|
ნერვიულად ვიმტვრევ თითებს, გულს სიმშვიდე აღარ უნდა, გამარჯობა უკვე იმდენ ნაცნობს გაუხელოვნურდა.
კაცის წუხილს აღარ უსმენს... ისევ თვალებდარდიანი ხალხი დაჰყავს ავტობუსებს.
ვინ იტვირთებს ამდენ ცოდვებს?!. ხალხი ბჭობს და არ იცინის ის, ვინც უნდა იცინოდეს.
და გზად, კვლავ რომ წვება ბინდი, ერთი-ორი კაცი იყოს, რომ იცოდეს საით მიდის.
ახლა შენზე ფიქრის გარდა. შევიდოდა კაცი სადმე და ერთ ჭიქას გადაკრავდა. |
| პოეზიის გვერდი • • • |


