|
შენ ისევ ითხოვ, რომ ვიყოთ ერთად, მოვეშვა ზღაპრულ ეტლებით ქროლვას, არ ვესაუბრო მარტოდენ ჩემ თავს, ან ბნელ ოთახში მოფრენილ ყორანს.
თანაც უკეთესს არაფერს ველი, ვიდრე უცნობი ქალის წერილი, ან მარტოობის თუნდ ასი წელი;
ერთხელაც გნახავ, ფერადებს ულევს თვალს გადავავლებ, მაგრამ არტისტულ ყვავილებისას მოგიტან სურნელს,
ტვინში რომ სისხლად ჩამექცა თითქოს, რადგანაც გულში ყოველთვის არის ეჭვი, რომელიც პასუხებს ითხოვს.
ვიდრე მიწისქვეშ გავიშლით ლოგინს, სიყვარულისთვის რომ ღირს სიცოცხლე, სიცოცხლისათვის სიკვდილი რომ ღირს! |


