|
- მეტროს კარივით ყოფილა თურმე სიკვდილის კარები: ახლოს თუ მიდი, კარები იქაც თავისით იღება! - ახლოს თუ მიდი სიკვდილთან, კარი თავისით იღება... დიდი ოხერი ვიღაცა არის, ძვირფასო, სიკვდილი! - რაც მაგან აგერ, ჩვენს თვალწინ იწკმუტუნა და იყეფა... წამით რომ მიუახლოვდე - კარი თავისით იღება... ის ცოფიანი ურჩხული... მეც შევასწარი თვალი და გავოცდი - რომ არ ველოდი, მაინც და მაინც იქ ება... არ გინდა! ახლოს ნუ მიხვალ! - კარი თავისით იღება! როგორც ეს მეტროს კარები - იქაც თავისით იღება... |


