კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 12:26

 

ვაი თუ ისევ სოფელმა

მიწის ლოგინი დამიგოს,

რომ ჩემი მოსვლა, ან წასვლა

ერთმაც ვერავინ გაიგოს;

არც დამიტიროს მამულმა,

არც წმინდა ძეგლი ამიგოს!


როგორც მგზავრს მოკლე მინდორი

ერთ ასმით გადაეაროს,

არც ვის ამბავი ეკითხოს,

არც თვისი გაეზიაროს

და მის ნავალი მინდვრის ქარს

წაეღოს, გაენიავოს...


ისე მე წარვხდე და ქვეყნით

შეუნიშვნელად გავიდე.

ვერ გაუმართლო იმედი,

რაც მოძმეთ გულში ჩაიდვეს.

ჩემით ვერ წადგეს წინ ფეხი,

ვერც წყალზედ ხიდი გაიდვეს.


თუ ვერაფერი საუნჯე

დავაგდე ქვეყნის სალაროს,

და ისე უმადურადა 

გამოვეთხოვე სამყაროს,

სამშობლოსა ვსთხოვ ნუ დამწყევლს,

ეს უბედობაც მაკმაროს.


სანამ დავტოვებ სამზეოს,

ვეცდები წმინდა სახელი

იმ ბნელს უმზეო მხარესა

ავინთო, როგორც სანთელი;

თან გავიყოლო სხვებიცა,

ჩემგნით გზა ჰქონდეთ ნათელი!


თქვენც ნორჩნო, ვინაც ქვეყნის სახლს

ჰფიქრობთ შეუდგათ ბოძები,

მაგრა იარეთ, მამულსა

ნიჭი, ცით მონაბოძები,

არ დაუკარგოთ და გახდეთ

საწყევლი, შესაცოდები!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen