|
დიოგენივით ჩავჯექი კასრში და გადავაგდე სადღაც ფარანი. არ გამჩენია ჭაღარა თმაში, მე მარტომ ვიცი ჩემი ვარამი.
რომ მომავალი მოისპო ნოემ, არ გამრავლდება მიწაზე სენი, გადაშენდება ანი და ჰოე...
აღარ არსებობს ფორმულა კაცი. გვიან ვდგები და ადრე ვიძინებ, შემომეჩვია დაღლილს ბარბაცი...
და გულგრილობა გადიქცა სენად, დღეს სულ ერთია გახმება ვერხვი, თუ აღარავინ არ გაგიხსენა.
დიოგენივით ვეძებ რჩეულებს. გთხოვთ, გამარკვიოთ სიკეთის არსში, პასუხს ვერ მოვთხოვთ გადარეულებს. |


