|
ქუჩაში მოდის ცოცხალი ევა და ენატრება ნეკნი-ადამი, მე მსხმოიარე ვაშლის ხის ტყვე ვარ, კაცის ხელიდან დაუნამავი.
და დავდიოდი ურცხვად შიშველი, ტანზე ვნებების კაბა მემოსა, ეშაფოტზე ვარ, ვეღარ მიშველი.
უფრო ხშირად კი მომქონდა ზავი, მერე მიმღერდა ვიღაც სონეტში, ვისაც ვეგონე უბიწო კრავი.
რადგან ვიყავი ნეკნის მპარავი და მოდიოდა ვიღაცა ჩემთან, არ მახსენებდა ის სხვა არავის.
მახვილს ვპარავდი თავად დამოკლეს, ვინც მინდა მაინც არსაით არ ჩანს და მარტოსული ვტოვებ სამოთხეს.
ადამის გარდა არ მსურს არავინ... ქალს თუკი უნდა ეშმასთან შევა, რომ ტრფობისათვის დასცეს კარავი.
დასაბამიდან ცოდვების ტყვე ვარ. |


