|
ჩემო გულით სანატრელო, ჩემო თვალით უნახავო, ტყე-ტყე ცხენით დავშლიგინებ უუნაგირ-ულაგამო.
ლანდად მაინც დამენახე, - ოხრად დამრჩეს სახლ-კარი და მიწა სახნავ-სავენახე.
ძლივს დავათრევ დაღლილ ფეხებს, ან უღრანში შემიტყუე, ან ღრანტეში გადამჩეხე.
მთვარეულო, მთვარის ქალო - დამენახე, რომ სიკვდილით და სიგიჟით გავიხარო.
გკოცნე, გკოცნე, ბევრი გკოცნე... ან მომკალი, შე ტყიერო, ანდა, მკვდარი გამაცოცხლე.
ან ცრემლის ღვრა ვინ იცოდა... ვაი, შური, საყვარელო, ვაი, ნანა, ჩქიმი ცოდვა. |


