|
სტარტზე დადგა ოთხი ბიჭი - ოთხმა ჩიტმა ფრთა გაშალა, - აბა, მიდი, აბა, ფრინდი, - გახალისდა გზა და შარა.
დიდი ბურთი - მზე ბრიალა, მოეცალეთ, ფინიშია ჰორიზონტი, ტყე კი არა!
არც მთა - ახასხასებული, ფინიშია ჰორიზონტი, სადღაც შორს, შორს დაშვებული.
- აბა, ფრინდი! - გახალისდა გზა და შარა, ოთხი ბიჭი მზისკენ მირბის, ოთხმა მართვემ ფრთა გაშალა. |


