|
იყო, ცოცხლობდა პატარა ქუჩა, მკერდი სიკეთით ჰქონდა გაშლილი; სიპატარავე არაფრად უჩნდა, პირმომცინარე ჩანდა ბავშვივით; მგზავრის მლოცველი იყო ნიადაგ, ნაბიჯს უწყობდა ძე-კაცთა მოდგმას, მას საკუთარი ჰქონდა დილა და მას საკუთარი საღამო ჰქონდა. ერთ დღეს დაჰკიდეს ყვითელი ნიში პატარა ხაზით, გაფითრდა შიშით, მწარე ღიმილი დააკვდა ტუჩთან, გარდაიცვალა პატარა ქუჩა. |


