|
არა იმიტომ, ოქრო ვერცხლით მაწყდება ჯიბე, ან სიმღერა მსურს მეზობლის ჯიბრზე, უბრალოდ, რადგან მამა-პაპით ასე გვჩვევია, უნდა ხელგაშლით შევეგებოთ უცხოს, ჩვენიანს.
უცხო სტუმართან რომ არ გავწითლდეთ. თუ სტუმარს სუფრა გაუშალე ხელის კანკალით, ერთი მამალიც გიყიოდეს თუ არ დაკალი. შენ რა კაცი ხარ, თუ ეს წესი სისხლში არ გიდგას და მეზობლები არ უსხედან ირგვლივ მაგიდას.
და მეორე დღეს ქვეყანას მოსდებს, რომ არ იცი სად წაიღო უზალთუნები, ვერ მიახვედრებ შენს სიმაღლეს გულხარბს ბუნებით.
უნდა იმღერო სტუმრის გულისთვის. რომ, უმამაცესს კაცს და მეომარს, არ დაგიკარგავს შენი მეობა.
მაღლა ღმერთია, დაბლა სტუმარი. ეს სულ ერთია, ურჯულო თუ ვინმე მწყემსია სტუმარს კაცურად შევეგებოთ ჩვენი წესია! |


