კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 16:07

 

ვერა თმობ დილის ბურანს

და გზისკენ იწევ მაინც,

პატარა შატილურა,

მიეშურები საით!


ვინ დაგანათლა ნეტავ.

შუქი ქართული მზისა,

ასე პატარა ხნისა 

გამოჰპარვიხარ ვისა.


ვეღარ ამოხვალ მთებში.

იცი და განა დარდობ.

ასე პატარა - ტყეში

ვინ გამოგიშვა მარტო!


მხრებზე ლაჟვარდი გხურავს

და თავს გვაწონებ კრძალვით.

პატარა შატილურა,

მიგეჩქარება საით?

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მედეა კახიძე  • • •   მედეა კახიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen