კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 23:29

 

ჩემს შვილს ტატოს

 

ახლაღა მივხვდი, რომ ყოველი ჩვენგანი არის

ძე შეცთომილი (ან თუ გნებავთ, უძღები შვილი),

რომელმაც ერთხელ მიატოვა თავისი სახლი

(ეს სულ ერთია, რას დავარქმევთ იმ სახლს "არყოფნას",

თუ "მარადიულ და ჭეშმარიტ ყოფიერებას").

და მას მოუნდა თვალსაწიერს მიღმა გაღწევა.

სინამდვილეში გზა ძალიან მოკლე გამოდგა,

თანაც უმიზნო, ვინაიდან რაც მას წინ და შორს

ეგულებოდა, იგი აღმოჩნდა სწორედ უკან

და ძლიერ ახლო. უცებ იქცა წინსვლა - უკუსვლად,

ანუ შორეთში გამგზავრება - შინდაბრუნებად -

ისევ სიკვდილში, მარადიულ აქარყოფნაში.

 

მივხვდეთ ცხოვრების ნებიერნი, საით მივდივართ.

ნუთუ არასდროს შეგვპარვია ჭია ეჭვისა,

თუ რა სიღრმეებს იტევს სიტყვა, შრეებს და ქანებს?!

ავიღოთ თუნდაც წინაპარი , რას ნიშნავს იგი?

შენ თუკი უკან მოიტოვე, წინ რატომღაა?

ან სიტყვა უწინ - უფრო წინას რატომ გულისხმობს?

ანდა წინანდელს უკანანდელს რატომ არ ვარქმევთ?!

აი, ხომ ხედავ, წინა-უკმოს ვეღარცკი ვარჩევთ

და ასე ვცხოვრობთ დროისა და სივრცის გარეშე.

 

ეს შორს წაგვიყვანს. გამახსენეთ, რაზე შევჩერდი?

ჰო, რომ ცხოვრება დაბრუნება ყოფილა მხოლოდ

პირველსაწყისში. ნოსტალგია ქვეცნობიერი.

ზოგში ეს უფრო ძლიერ არის გამოხატული,

ვეღარ ეტევა ერთ ადგილას, თავს ვერ იოკებს

და გარბის სადღაც. ხალხს ჰგონია რომ ამოძრავებს

მას ცისარტყელის ქვეშ გაძრომის უაზრო ჟინი.

სინამდვილეში მის სისხლს სხვა რამ აფორიაქებს -

უფრო წინარემშობლიური სივრცის ყივილი!

 

აი, ეს არის "ოდისეა" ჩვენი ცხოვრების,

რომელიც თურმე ბევრად უფრო მოკლე აღმოჩნდა,

ვიდრე ჰომეროსს ეთქმევინა. და კინო-ფირი,

რომელსაც თურმე "ნოსტალგია არარსებულზე"

უნდა რქმეოდა, შესაძლოა, რომ უცებ გაწყდეს

მანამდე, სანამ "დასასრული" დაეწერება.

 

 

თუკი ცხოვრება დაბრუნება ყოფილა მხოლოდ

პირველსაწყისში, ამას სიკვდილს რატომღა ვარქმევთ?!

რატომღა ისმის უსასრულო მოთქმა-გოდება,

პირისხოკვა და თავშიცემა, გლოვა-ტირილი,

საფლავის ლოდქვეშ ჩაძახილი, სადაც არ არის

ის, ვისაც ვტირით, იქ ხომ მხოლოდ სხეული გდია,

იმისი სულის სამოსელი, გამონაცვალი.

თავად სული კი დაუბრუნდა მშობლიურ სივრცეს.

 

შეწყდეს ტირილი! დაიწუროს ცრემლის მტევნები!

გულის ნაჟური კეთილშობილ ღვინოდ დაღვინდეს!

გადალიცლიცდეს მოთმინების ყველა ფიალა!

შევსვამ სიკვდილის საკართანოს და ვალმოხდილი

მოვდივარ, შვილო!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახუშტი კოტეტიშვილი  • • •   ვახუშტი კოტეტიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen