|
ის წაიყვანა ოცნებამ მისმა, სადაც ჰაერი ზღვის ფერისაა. ის წაიყვანა იქ ფანატიზმმა, იქ ხომალდები ჰომერისაა.
ახალგაზრდობის იყო ეს ვადა. ოქროს დროებამ იგი გადასვა იქ, სადაც ძველი არის ელადა.
დროთა სიავეს მიაქვს ფაფარი, - ერთად ვთარგმნიდით მაშინ ოვიდეს, შენ წიგნი გქონდა და წინსაფარი.
შავი არშია დღეებს ავლია. ზღვაზე ზვირთები მოვა და წავა, ცხოვრება ასე შემისწავლია... |


