|
ჰსჯობდა მამულისთვის მოკვლა თავისა, მტრისგან არ მიმეღო ფიცი ზავისა, ტყვეობით რა ვნახე კიდე ავისა, გმართებს ყმანო ჩაცმა ჩემზედ შავისა.
მოვაკლდი ქართლის ტკბილსა არესა, სატრფოს დედა გულ ლმობიარესა, აწ ვიგლოვ პყრობილი მყინვართ მხარესა, ვსტირ თავსა ჩემსა, ვღვრი ცრემლსა ღვარესა. |


