კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 02:07

 

ბებერო ცაცხვო,

გაზაფხულზე მეც ვყვავილობ

შენს ხმელ ტოტებთან,

მეც ქარებში ვდგავარ ღიმილით

და თავსხმა წვიმა აუხდენელ

სიზმრებს მისველებს,

მეც მაკითხავენ გაზაფხულზე

შენი ფუტკრები,

რომ გადახსნილი ყვავილებიდან

კრიალა შხამი ამოსწოვონ

და ნელ-ნელა თაფლად აქციონ.

ბებერო ცაცხვო,

მეც დამფარა ყვითელმა ხავსმა,

და ჩემი ქერქიც გაიჟღინთა

სიკვდილის წყლებით,

ბებერო ცაცხვო,

გაზაფხულზე მეც ვყვავილობ

შენს ხმელ ტოტებთან,

ხელაპყრობილი გაწითლებულ

ვარსკვლავებს ვუმზერ

და წყნარად, წყნარად მეც ვმაღლდები

დაკარგული სიხარულისკენ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen