კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 02:15

 

დღეს ყოფნის შემოდგომამ 

ჩემს კარებზეც დარეკა, 

ჩემს ბაღჩაში ისურვა 

თავის შემოფარება,

სიჭაბუკის ფოთლები 

დასწყვიტა, შორს გარეკა... 

მაგრამ გული კვლავ მღერის, 

სევდა ვერ ეკარება. 

ან კი რად მოვიწყინო? 

რაღა მაქვს სანანური

განთიადი ვიხილე 

ათასფერად ციალა, 

მის საქებ-სადიდებლად 

ვაკვნესე სალამური,

და ძირამდე დავსცალე 

აღმაფრენის ფიალა.

მაშ, დე თავსა მიმკობდეს

ჭაღარის ბილიკები,

გული მაინც იგულებს,

მღერა არ მომწყინდება:

მტერს შხამს ვუძღვნი, მოყვარეს

დავატკბობ ტკბილი ხმებით, 

ვიდრე დილის კვარცხლბეკზე 

მზე არ ამობრწყინდება!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვარლამ რუხაძე  • • •   ვარლამ რუხაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen