კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 02:21

 

მთარგმნელი: ბაჩანა ჩაბრაძე

 

ჭალაში, სადაც ვერცხლისფერი მოსჩქეფს მდინარე

და შეშლილივით ეჭიდება ნაპირზე ხავსებს,

სადაც მთებიდან მზე იღვრება პირმომცინარე

და აქაფებულ არემარეს სინათლით ავსებს,


ყმაწვილ ჯარისკაცს, ბაგეგახსნილს ჩასძინებია.

თავშიშველს, კეფა უტივტივებს ქორფა ბალახში,

წამოწოლილა ზურმუხტოვან ტახტზე ნებივრად,

ფერმკრთალ სახეზე დაჰფენია სხივთა ბადახში.


ჩასძინებია ყვავილებში ტერფებგადაშლილს.

პირზე ღიმილი შერჩენია ავადმყოფ ბავშვის.

ბუნებავ, თბილად დაარწიე: სცივა მძინარეს.

ნესტოებს სულაც არ უთრთოლებს მძაფრი სურნელი.

მზის გულზე სძინავს, უძრავ მკერდზე დაუდევს ხელი.

ორი წითელი ნახვრეტი აქვს მარჯვენა მხარეს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen