კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 02:31

 

 

სიყვარულსაც და სიკვდილსაც - ორივეს უყვარს წოლა!

ცრემლები იცის ორივემ - ვეება, მუშტისტოლა! 

სულყველა მისი მონაა - ხელმწიფეც, მღვდელიც, მოლაც,

ჯარისკაციც და სარდალიც...

შენც იმათ შორის, ლოლა...

სიყვარულსაც და სიკვდილსაც -

უყვართ, შენსავით, წოლა...

და სიყვარულის სასმელი სულ რომ ჯამებით ისხა -

რაც პირველ ღამეს დალიე, ბოლო ღამემდე ის ხარ,

ცხრა ცხოვრებითაც იცხოვრო, ცხრა ლომს რომ ეჯდე ცოლად,

იმ ერთს შერჩები ბოლომდე ვეფხვის ნახტომზე ზოლად...

სიკვდილ - სიყვარულს - მშვენებას (თუმც ცალი თვალით ელამს) 

რას მოუხერხებ... შეეშვი მაგ კონიაკს და „ელემს“,

თავს ნუ მოიკლავ, ნუ იზამ, სიგარეტით და ყავით,

ისეც მოკვდები სიკვდილის და სიყვარულის ზავით - 

აკი გითხარი - ორივეს საშინლად უყვართ წოლა,

როგორც შენ გიყვარს.... ან უფრო სწორად - გიყვარდა, ლოლა...

სიყვარულსაც და სიკვდილსაც - 

ორივეს უყვარს წოლა...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen