|
გზაჯვარედინზე შავი დემონი წინ გადამიდგა მე ქალის სახით... „ოჰ, მებრალები - მან მითხრა - რადგან გზას ვერ გააპობ ვაი-ვაგლახით!
ისეთი, რასაც პოეტები ქმნით, ეს არის მხოლოდ თქვენი ოცნება და ჩაფიქრება, ისიც ცოტა ხნით.
ალერსით დაგწვავ, წამომყე, წამო, თუ ერთი წუთით მოგმადლებ შვებას, მთელ სიცოცხლეში უნდა ეწამო!“
ხმა ეგ ცბიერი, ხმა მომხიბლავი, ციურმა შვებამ გამომიქროლა, ოცნების ტალღებს მივეცი ნავი!
ტკბილი ღიმი და ნაზ ფიქრთა ბინა, მთელი იმედი და მომავალი უცებ სრულიად დამაკარგვინა! |


