კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:35

 

 

შენი სულის, ობოლ სულის სალოცავად,

წინანდალი აღმართულა მარტო…

ბილიკი აქვს ციცაბო და დამრეცი,

გვიანია, ნუღარ მიხვალ, ტატო!


ქორწილი აქვს ჭავჭავაძეს სასახლეში,

დედოფლის შუქს ჭერზე ჭაღი ნატრობს...

სიხარულის მზე ანთია სასახლეში,

და შენს სანთელს, დადიანი აქრობს…


ჰა, დაიძრა მაშხალების მაყრიონი,

შენ კი, სევდამ მოგაკითხა მარტო,

სულის გვემას, ვაჟკაცურად გაუძელი,

სხვით, აბა, რით განუგეშო, ტატო.


მიჰყავს მთავარს შენი წმინდა სალოცავი,

შენი სატრფო დედოფლობას ნატრობს...

სიდუხჭირეს მან განცხრომა ამჯობინა,

სიყვარული უძლურია ამ დროს.


ზვიად მზერას მთავრის გვირგვინს შეაგებებს,

ვეღარ ამჩევს უგვირგვინო ტატოს

სიყვარული, სულში ლექსად ანთებული,

ეულივით დაბარბაცებს მარტო...


ქორწილია აქვს ჭავჭავაძეს სასახლეში,

დედოფლის შუქს ცის თაღიც კი ნატრობს,

გულსაკლავად ჟღერს ლამაზი როიალი

და შენს სანთელს დადიანი აქრობს.


მას ცხოვრება თვალმარგალიტს ჰპირდება და

ფიანდაზად შენ ლექსს უფენ მარტო...

შენი სულის სიმაღლე რომ ვერ შეიგრძნო,

გევედრები, არ იდარდო, ტატო!


ბედის სასწორს თითქოს შენსკენ, შენსკენ ხრიდნენ,

დღეს კი უნდა სიყვარული დათმო,

სულში ზოდად პოეზიის მადანი გაქვს,

ვერ დაგჯაბნის დადიანი, ტატო!


ქორწილია ჭავჭავაძის სასახლეში,

ვინ დაგტოვა შენ სევდასთან მარტო,

გზა იწყება უვალი და ძნელი...

ფრთხილად იყავ, არ წაიქცე, ტატო!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen