|
არა, არ დამავიწყდება რკინის გზა, პირველ ნახული, ამ გულუბრყვილო სურათზე უბრალოდ გამოსახული.
და იყო, მახსოვს, ზაფხული, პირველად სასწავლებელში მივყავდით ვით დაზაფრული.
ან ამწერელი ვინა ჰყავს, რაც რკინის გზების სიამე და გამწარება მინახავს!
ტანს ჟრუანტელი მედება, ბევრი რამ გამწარებითა და ოხვრით გამახსენდება. |


