|
მტკვარი, არაგვი, ალაზანი, ბზიფი, რიონი... გზა, მეგობრებო! მობრძანდება გალაკტიონი! მთრთოლვარე აზრი, გადაწნული სიმწრით თითები. სიტყვახავერდზე გაბნეული მარგალიტები. გრემი, გელათი, ნიკორწმინდა, ჯვარი, სიონი... გზა, მეგობრებო! მობრძანდება გალაკტიონი! ნათელი სული, იისფერი ზეცის თავანი. მამულის გრძნობაო, ყველაზე უფრო მთავარი! უშბა, თეთნულდი, შხარალურჯი კავკასიონი... გზა, მეგობრებო! მობრძანდება გალაკტიონი! |
| პოეზიის გვერდი • • • |


