|
მოდის ეშმა და უსირცხვილოდ სახეს გვილოშნის, წელზე ფეხს იდგამს სათნოება მტრისგან ძლეული, ისევ ჩანთქმულა სიბნელეში მზე გვირგვინოსნის და საბძლის კართან დაბნეული დგას მეძნეური.
ფურცლავს და ფურცლავს მოგონებებს ძველი რვეული, ქარდაქარ ქრება უმიზნობა უგერგილო წლის და სივრცეს აკრთობს მოლოდინი ქვეშეცნეული.
ლაფსა და ტალახს გაერიე და გაიბასრე; წამოვა ქარი, დაუქროლებს ცივად, მსუსხავად,
და დრო-ჟამს ატანს სივრცეებში აღსანუსხავად ცრემლებს და ტკივილს, სიხარულებს და აღმაფრენებს... |


