|
რად მომაგონდა მწველი აფრთოვანება ძველი, ცხრაას თოთხმეტი წელი? ნელი ზაფხულის ნდომა?
ჩემი ლექსების ტომი, შემდეგ აჩრდილი ომის და შემოდგომის კვდომა?
ის მშვენიერი ნანა, სულმა გალესა დანა ორხიდეებად რგული?
განუჭვრეტელი ტევრი, ბედის მრისხანე კევრი… და… მოკლულია გული! |


