|
იანვარი, თებერვალი, მარტი - შენ დაკარგე ყველა მისამართი... შენ დაკარგე მეგობარი ბევრი, შენ დაკარგე საყდარი და მრევლი.
შენ დაკარგე მერმისი და გაისი! შენ დაკარგე თვალში ცრემლის ღვენთი, შენ დაკარგე შენი ქრისტე - ღმერთი!
მთაწმინდისკენ ვეღარ ხედავ ბილიკს! დაემსგავსა შენი ბინა ხაროს - სინანულის შიგ ყვავილი ხარობს!
თვალდაშრეტილს გიმიზნებენ ფოტოს. ნოემბერი - გიშველო და რითი? მობუზულხარ, როგორც ზამთრის ჩიტი.
სიკვდილის წინ იბადები ახლად. სიკვდილის წინ თავზე გადგას მწყემსი, გეწერება შენ მტკივანი ლექსი...
შენ დაკარგე ყველა მისამართი... შენ დაკარგე მეგობარი ბევრი, შენ დაკარგე საყდარი და მრევლი.
შენც დაგჭირდა, შენც დაგშვენდა მსხვერპლი... მიგაბარეთ შენ მთაწმინდის კალთას, მოგაყარეთ შენ მარიკას ფერფლი. |


