|
ერთხელ შენ დაჰხვენ ჩემგან კარები ზღვის შორ სივრცისკენ... რა აჩქარებით შენ მე დამტოვე და დამიტოვე მრავალი დარდი და იარები.
გზები სავალი, რაც ახალგაზრდას ჰქონდა მრავალი, გადაიკეტა მართლა კარები, თუ არსად არის გამოსავალი?
დამადგა თავზე, ჩემი ცხოვრების ცოდვებით სავსე. იგი ჩამოჯდა ჩემს სასთუმალთან და ის მახრჩობდა ჩემს სასთუმალზე.
ქვეყნიურ შხამის დაცლაზე ფიქრმა შემშალა ლამის, „რა გვეშველება“, - მომძახდა მარად გამწარებული ხმა შუაღამის.
მძლეთამძლეობა იყოს სიმტკიცე და გამძლეობა. ო, ჩანგო ჩემო, გახსოვდეს მარად ქვეყნისთვის ბრძოლის მოვალეობა.
იყავი ავი, არ ჩამოაგდო უდროო ზავი, არ დაგინახო თვალებზე ცრემლი, განწირულებას არ მისცე თავი.
გზები სავალი, ხალხთ სამსახური - უფრო მრავალი. დამლოცოს შენმა კეთილმა ჩრდილმა, მძიმე, ეკლიან გზით მიმავალი. |


