|
ათრობდა ხალხთა მწუხარება, სისხლის აუზი. მისი სასახლე მონად ჰყავდა აღფრთოვანებას, მოღალატეთა შთაგონებით სცემდა ბრძანებას და მედიდურად ხელს აწერდა ნიკოლაოზი.
ფრეილინების და დედოფლის ჟინს მიანება. ჩვენ კი სიმართლის ციხეებში დაგვიანება გულს გვისერავდა, როგორც ზარი სასაფლაოსი.
ხე არ ჰყოფნიდა მეფეს - კაცთა ჯვარზე საცმელად, მაგრამ გამოჩნდა სიხარული კაცთ დასახსნელად...
ტახტი დაეცა და იმედად ქაოსზე დგება: თანასწორობა, რესპუბლიკა, თავისუფლება! |
| პოეზიის გვერდი • • • |


