|
რომ არ გამომეთხოვე და უსიტყვოდ წახველი, შენი სული ამაყი ისე რამ შეაშინა? ჩემი გული სკივრია, გრძნობათა შემნახველი, მაგრამ ჩემმა თვალებმა სევდა გამოაჩინა.
შხამის წვეთად ციმციმებს ახლა ჩემს წამწამებში. ფიქრი ვარდებს ჩვეული ახლა ეკლით აივსო და გველი დაბინავდა სულის ცივ აკლდამებში.
ახლა რა ვარ? - საფლავი: შიგ მიწა და გარედ ქვა!.. ვამბობ: მას რომ გულისთქმა ოდნავაც შერჩენოდა, ისე არ წავიდოდა, რომ „მშვიდობით“ არ ეთქვა.
და მებრძვის მოგონება გამქრალ დღეთა აჩრდილის. დღით საღამოს მოველი, და ღამით - გათენებას, და არა მაქვს სურვილი არც ღამის და არც დილის.
და თვალები შენიშნავს სხივთა შეტორტმანებას. იქ ოცნებას ნანატრი სახე მოეჩვენება, მაგრამ ქარი გადაჰგვის ციდან სათუთ ზმანებას.
და ღრუბელი შეამჩნევს ჩრდილში ოქროს შემოსვლას მოქანცული თვალები ზეცას ზანტად მოივლის და მოოქრულ ნაპირებს ცრემლის ნამით შემოსავს. |
| პოეზიის გვერდი • • • |


