|
(ცხვრის წყაროს დადგმის გამო)
გახეული სცენის ფარდა გაჰკერეთ და აგვირისტეთ, მე ან გიჟად ვინ შემრაცხავს, რომ შეგრაცხო ახალ ქრისტედ.
ისტორიას ხელი ახლე, და რუსეთით გამოსულმა ესპანეთში დაგვასახლე.
თვით ქვებიც კი ათამაშა, ამის მეტი რაღა მეთქმის: ვაშა! ვაშა! ვაშა! ვაშა! |
| პოეზიის გვერდი • • • |


