|
განთიადია.. მზემ თავის სხივსა ტბის სპეტაკ გულში, ტბის სპეტაკ ცვრებით თმა გაუგრილა, დაჰბანა პირი.
ოჰ, მიყვარს, მიყვარს გიჟურის გრძნებით ზღვით ანასხლეტი ცელქი ზეფირი.
და ისმის ჰანგი ოქროს ქნარისა. ჰანგი ციური, საბედისწერო...
რომ გარღვეული შუქი მთვარისა ალმოდებული ლექსით შევკერო! |
| პოეზიის გვერდი • • • |


