კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:45

 

 

1

 

თოვლის ფიფქი მოღუშული, ყინვის ნაკვთზე შეკუმშული,

ვით პეპელა ფრთებ-დახშული, თავს გევლება, თრთის, ბარბაცებს,

მზის სხივთაგან მოქსოვილი, საოცნებო ტბის ყვავილი

ახალ ჰანგად აღჭურვილი  ტუჩს გადნება, სურნელს გტაცებს.


* * *


ეგ გულ-მკერდი ბამბის-ქულა,

მგოსნის კოცნით ჩათუთქულა.

 

2

 

იყავ ჩუმი, არა-რა სთქვა, ვით გულ-ცივი საფლავის ქვა...

ეგ უსიტყვო ბგერა, სუნთქვა, მხოლოდ ჩემს სულს ასხივოსნებს, -

ვერ გაიგებ, - ჩემს გულს რა სწადს, ვერ გაიგებ ჩემს ცრემლთ-ნაკადს

გთხოვ, შენ ლოცვას, შენს ხვაშიადს - ნუ გაუმხელ ჩემებრ მგოსნებს.


* * *


ვენერა ხარ ცვალებადი,

ზღვის ქაფისგან დანაბადი.

 

3

 

როცა სიო შენს კულულებს, ჩემს სიმღერას წასჩურჩულებს,

როცა სხივთა თაიგულებს მოვკრეფ ცაზე, წარვტაცებ ღმერთს,

მაშინ ზღვის მკერდს სარკედ-ქცეულს, სევდის ყვავილს ფერმილეულს,

კოცნას - ღამის ნისლში ხვეულს - შენ მოგიძღვნი, მხოლოდ შენ ერთს.


* * *


თვით შენშია ჩამარხული

სიცოცხლისა გაზაფხული.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen