კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 21:24

 

 

ახლა ჩემი ფიქრები მომავლისკენ გარბიან,

დამიჯერეთ, ქართველის ყველა ფიქრი დარდია;


სიბერისკენ წასული ვარ ნამცეცი თაობის,

უბედური ეპოქის მდგმური არარაობის.


ავი დროის ტუსაღი, სისასტიკის მთხრობელი,

დროის უკუღმართობის ყინვით გაუთბობელი,


ქრისტეს ასაკს მიმდგარი, გონება დარღვეული,

ერთ დროს სხვისი ჯალათი, სული გადარეული,


თავს ვიმართლებ, ასეთი ბედი ჭედა დროებამ,

ცხოველივით გამქონდა ბაცისფერი ცხოვრება.


ახლა ვხვდები ყველაფერს, მაგრამ არის გვიანი,

ყურთან ღმერთის ხმა მესმის, შენ ხარ ადამიანი?


სინანულის მჭამს განცდა, ყველა ნამოქმედარის,

მინდა სული გავრეცხო, ღმერთის გავხდე მხედარი,


მაგრამ ერთხელ დალაქულ ვეღარ ვშველი გონებას,

უბადრუკი ცრემლები, აი ჩემი ქონება,


ზამთარია ჩემს გულში, სევდისფერად მთოვარი,

აი, ჩემი მეფობის, ოქროს მონაპოვარი.


ახლა ვხედავ ავსა და სიკეთეში სხვაობას,

ჰოდა, გემუდარებით, ჩემს მომავალ თაობას:


უფლის კვალზე იარეთ, ნაცვლად ძმათა ომისა,

მორჩილებით შეაღეთ კარი ამბიონისა.


გონება არ დაუთმოთ ცოდვას ფიქრად მოწოლილს,

ბოროტებას ნუ დარგავთ, ჩაიხუტეთ ობოლი,


რწმენით მამაპაპურით ახათქუნეთ თასები,

კაენს ნამოქმედარში ნუღარ დაემსგავსებით.


სულს ცოდვა გამოგლიჯეთ, ყური კეთილს ათხოვეთ,

საქართველოს დიდების ჟამი მოიახლოვეთ.


გახსოვდეთ, რომ ამქვეყნად არ არსებობს პირადი,

ლუკმა გაუნაწილეთ, მიუსაფარს, მივარდნილს.


ჭეშმარიტი გზის მკვლევად ერთი გქონდეთ კომპასი,

სადაც სიყვარულია, სადაც გიხმობთ მოყვასი.


გონაბნეულ ასულის დევნა არის საცდური,

ჩანასახში ჩაკალით საქმე არაკაცური.


პატიების მომთხოვნელს მუშტებს ნუ მოუღერებთ,

ტყუილს ნუ გაამეფებთ, ნამდვილ გრძნობას უმღერეთ.


კუპრის ტბორში ჩაფერფლილს გამაგონეთ ძახილი,

სამშობლოსთვის ნალესი დამანახეთ მახვილი.


ჯოჯოხეთის ქვესკნელში გამაგონეთ „შავლეგო”,

მინდა სულმა ქართულმა საზვერენი წალეკოს.


მჯერა, მეიმედება, რომ გოლგოთას გაივლით,

ქართულ სულსაც დაანთებთ ცაზე ჩირაღდანივით.


არ დაკარგოთ ოღონდაც ძლიერება, ერთობა,

ერთმანეთის სულისთვის უფალს სთხოვეთ შენდობა.


გულით მიუსამძიმრეთ, სევდას ცრემლად ჩამოშლილს,

სუნთქვა გადააფარეთ, დედის ხელებს გათოშილს.


დამანახეთ ქართველი ერი როგორ აშენდა,

ჩამომძახეთ რომ დილა ბედნიერი გათენდა.


მამაპაპის ნასისხლარს ფუჭად არ ჩაუვლია,

რომ ქართველის მოშურნე ყველა დამარხულია.


გუნდმა შევარდენების გული შემომინგრიოს,

ვისაც შური აცოცხლებს, შურიც იმან იძიოს.


თქვენ კი, მიტევებასთან მოახდინეთ თანხვედრა,

დამანახეთ ბოროტი მადლმა როგორ გახედნა.


რაღა გითხრათ, მიწა ვარ, სხვა რამ არ დამრჩენია,

აწმყომ მე არ მიწყალა, მომავალი თქვენია!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen