|
აღარც ნატვრა და აღარც იმედია!.. ყველა წარხდა… ვაი, ესრეთ შთომილსა! ვაი იმას, ვისაც ჩემებრ სცემია გულს ისარი უიმედო ტრფობისა!..
რამან შეგქმნა ეგრე სავსე სიკეთით? ეჰა, გულო, ერთხელ დაწყნარებულო, ერთხელ მკვდარო, რაღად აღსდექი მკვდრეთით?
ის სხვას ასმევს ნეკტარს ნეტარებისას; სხვას თავს ევლის, სხვას შეჰხარის, სხვას ეტრფის, მე კი ვწყევლი დღეს ჩემის გაჩენისას.
ვინ განმიღებს დახშულს კარსა ბედისას? ვინა ჰკურნებს უკურნებელსა სენსა სამუდამოდ წაწყმედილ იმედისას? |


