- ეპიგრამები -
|
არ არის ციხე, რომლის აღებაც ოქროთი დატვირთულმა ვირმა ვერ შეძლოს. ფილიპე მაკედონელი
მაკედონიის მბრძანებელო, ვირი ვირია, მაგრამ ქართული მაინც სხვაა, სხვანაირია. მეფევ, თქვენ ამბობთ სახედარზე სიმართლეს, ძირძველს, მე კიდე - ოქროს მოყვარულზე - ორფეხა ვირზე. ამ ვირმა ომში იარაღი ქაჯებს მიჰყიდა... ამ იარაღით ეს მუტრუკი ტყვედ იგდებს ქაჯთა. ამ ვირიშვილის გამოსყიდვა ქაჯთა ციხიდან მეფევ ბატონო, ვირის წონა დოლარი დაჯდა. ამ ვირს, მეფეო, (იმიტომ ვარ გულშემოყრილი): აქ ოქრო დარჩა... აფხაზეთში დარჩა ყროყინი... |


