მთარგმნელი: გიორგი ნიშნიანიძე
|
მე ახლა ვცხოვრობ, საუკუნე როცა ილევა, იგრძნობა ქარი - გადიშალა დიდი ფურცელი, ზედ აღნუსხული მთელი ჩვენი გამოცდილება მსწრაფლ გადაშალა ხელმა თითქოს გამოუცდელის.
მოელის იგი ასე მშვიდი და ნირუცვლელი - სიავის ძალა უკვე კეთილ მორჩს ეცილება და კიდევ ერთხელ მოწმდებიან მათი ფუძენი. |


