კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 01:11

 

იებში რომ ჩამდგარიყო, 

დაფარავდნენ იანიც.

ცისფერთვალა ია იყო,

წითელპერანგიანი.


ერთი ციდა ია იყო: 

ამ ცოტა ხნის წინახანს;

ან ავლილი, ან ჩავლილი

ხომ არავის გინახავთ?


ჩიტო, ჩიტო, მაპოვნინე, 

მე შენ დედას გაპოვნინებ!


რა უნდოდა - ხელთა ჰქონდა 

საქანელაც, ციგაცა...

ერთი ჯოხის ცხენი მყავდა, 

მან ხომ არ გაიტაცა?


ჩიტო, ჩიტო, მაპოვნინე, 

მე შენ ბუდეს გაპოვნინებ!


"პატარა გოგო დამეკარგა

წითელპერანგიანი..."

მივდივარ და მივღიღინებ 

ჭალა ავახმიანე.


- ბიჭო, ხომ არ გამიგიჟდი? 

ფეხად მომდევს ბებია. 

ცალი ქოშით მობაკუნობს, 

ცალი... დავიწყებია.


ბები, ბები, ტკბილო ბები, 

არ დამიფრთხო ჩიტუნები.


განა მართლა გოგოს ვეძებ, 

არა, ჩემო ბებია. 

ჩემი ყრმობის სალაღობო 

ლექსი მომგონებია.


გახსოვს, ერთ დროს, ბევრჯერ ჩემთვის,

ეს სტრიქონი პაწია, 

შენი კრიალოსანივით

მშვიდად დაგიმარცვლია.


მაგრამ... ალბათ არაფერი

აღარ ახსოვს ბებიას, 

ცალი ქოშით მობაკუნობს, 

ცალი... დავიწყებია.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen