|
აქ დუღდა ქართლის ცხელი მირონი, ხან მხსნელი, ხანაც დამაქცეველი... გაფითრებულ ცა-საფირონი ახუნებს ყოველს ჟამი მძლეველი.
კედლებს რა ელდა უვლის დენივით? ურწმუნოებამ ლამის დაგბზაროს, მტარვალთა რისხვას გადარჩენილი!
ბაგრატოვნების, ამილახვრების... ხოლოს, ტურისტი კმაყოფილებით უმზერს მაცხოვრის თვალებს გახელილს.
ვინ კრძალვით, ვინ კი - ცნობისწადილით.. მზერამ გაცვითოს ლამის კედელი და მოლანდებად იქცეს ნამდვილი...
მაღლა მიმსწრაფი, მხრებაწეული, რომ ცას შეასკდეს ბოლოს სიმღერით ტაძარი - ჩიტად გადაქცეული! |


