კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 01:23

 

მთარგმნელი: მორის ფოცხიშვილი

 

ვარ დალურსმული მედუქნის დახლზე, 

მთვრალს სულ არ მესმის, ირგვლივ რა ხდება, 

და ჩემი ბედი, ბურუსით სავსე, 

ვერცხლისფერი კვამლში უჩინარდება.


წლების მარხილი მიმაფრენს სადღაც, 

დრო-ჟამის თოვლში მწუხრია სრული 

და კვნესის ლაღად, მართლაც რომ ლაღად, 

ნალების კვესით შემცბარი სული.


ნაპერწკლოვანი შუქი სდით ფიფქებს 

და ნაპერწკლებით ღამე ივსება 

და ჟღარუნების ჟღარუნით ვიგებ, 

რომ სიყვარული არ მეღირსება.


მწუხრია, მაგრამ... ყრუ ჩურჩულს ვისმენ... 

იჭრება გზა და ფხიზლდება ქარი... 

ო, შენ კი, სულო, მთვრალი ხან ისევ, 

ასეც და ისეც მთვრალი ხარ, მთვრალი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen