|
სიზიფე ვერ გამიგია, ამ დიდებულ მთასთან ჭიდილი თქვენს წყლის ნაყვაზე უფრო ფუჭი რატომ გგონიათ?!
უსამშობლოოდ სახელმწიფო ვერ იარსებებს, უსახელმწიფო სამშობლო კი რჩება სამშობლოდ.
ვეფხვი და მოყმე ახლა ისინი გამოდიან ყოველდღე ცირკში, იღებენ ხელფასს, ძლივსძლივობით არჩენენ დედებს.
ვინ იცის, იქნებ ცხოვრებისგან გაბეზრებული ყვავები რარიგ შენატრიან დღემოკლე პეპლებს?! |
| პოეზიის გვერდი • • • |


