|
მზე იწვის რაღაც უცნაურ გზნებით, სიცხე ათრთოლებს მჭვირვალე ეთერს, ჩვენ ავირჩიეთ ისეთი გზები, რომლებიც ერთურთს არასდროს კვეთენ.
ვერ ავერიდე ზამთრის ამინდებს, ძველ მოგონებებს, ვით მშიერ ლომებს, შორიდან ვუვლი და თავს ვარიდებ.
სუყველა ხსოვნა ქარმა შეკონა, მე დავამთავრე ომი წარსულთან, დღემდე რომ უსასრულო მეგონა.
რომ ჩვენ წინ ყველა კარი დაკეტეს და რომ ჩვენ მიერ ნარჩევმა გზებმა ერთურთი არსად არ გადაკვეთეს. |
| პოეზიის გვერდი • • • |


