|
სოფლელმა ბიჭმა არ იცის ცეკვა! არ იცის რუმბა, სამბა და ტანგო! მან იცის როგორ გაზარდოს ლეკვი და კაკლის ნერგი რა წესით დარგოს!
მოსინჯოს უცხო თეძო და წელი... სოფლელმა ბიჭმა არ იცის სამბა. არ იცის ტანგო დინჯი და ნელი...
თებრონეც მარტო წასულა კოკით... მოწყენილია ამ ქვეყნად ყველა. მხიარულია ამ ქვეყნად ზოგი...
სოფლელმა ბიჭმა არ იცის სამბა. სვამს იგი არაყს. ზის იგი უბრად, და ტკივილს მისას აყუჩებს "აბბა!" |
| პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ჭანტურიას პოეზია |


