|
ხანდახან მშფოთვარ ქალაქის ხმაში, გრგვინვა-ქუხილში, კვნესა-წუხილში, ფრთხილად მოისმის ბულბულის სტვენა, ნაზად, ნარნარად, ისე, ვით ძილში.
სადაც ქვითინებს და კვნესის ყველა, როგორც ჩვენება გასაკვირველი, ფრთხილად აჰყვება თეთრი პეპელა.
შენ მოუვლინე სხივი პირველი, როგორც სიმღერა მოულოდნელი, როგორც პეპელა გასაკვირველი. |


