|
ვაჰ, რა უდროოდ მომწყურდი, რა ვქნა?! უბრალოდ თოვდა, მრავალგან თავ-პირ ნამტვრევი, ქარი, შავ ღრუბლებს ქსოვდა.
თითქოს მაჩუქეს ეს სული... ბილიკზე მოვაგელვებდი იაბოს გიჟი ხევსური.
გადმოვუჩინდი ღრეობას, ლუდით გამომტყვრალ ვაჟკაცთა, ლექსების მონაცვლეობას.
რა ალმასივით ელავდა, ვიღაცა ფანდურს უკრავდა, ვიღაცა გარმონს წელავდა.
ცხენ იღლიაში ვიჩარე, გამოვერიე არაგვში, ხან მის ჩქერებთან ვიშარე.
ლუდიან საწდე გავსილი, ბოლომდე გადავიწურე, არ დავუტოვე მაცილი.
მიელვარებდნენ თვალები... ჩუმ-ჩუმად მზერას მტყორცნიდნენ, ლაღი ხევსურის ქალები.
სადაც ეგულა ბადახში, ქალავ... ისრ მომენატრე რო, შენთან მოვდივარ ქალაქში. |


