მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
|
მე საკენკს ვუყრი მშიერ კლავიშებს, აფართხალებულთ კაკან-ღუღუნით. და იდაყვებქვეშ, თავს რომ ავიშვებ, გამეგლისება ღამის უკუნი.
და ჩიტებს, "მე თქვენ მიყვარხართ" ჯიშის, უმალ, ულმობლად და ხელაღებით ხოცავს ნისკარტთა ყივილის შიში.
დროდადრო კრთოდა შუქები ღამის. ნავის ფსკერს ღრღნიდა ტალღა გუგუნით. ჩიტები იდაყვს მაჭამდნენ ლამის.
ტბები და სანამ შიოდათ ისევ ბარტყებს, მათ დედებს ჰანგების გეში აუთრთოლებდა გამოწვდილ კისრებს. |


