|
გადავიქეცი სიტყვის მარეკად, ვიმარმარე და კიდეც ვინალე... თოვლს დააბრალე ჩემი დარეკვა, ჩემი დარეკვა თოვლს დააბრალე.
ყინვა და თოში რარიგ მთბილობდა... რა ვქნა, გულიდან ვერ მოგიცილე, რადგან ზამთარი ჩემთვის თივობდა.
ციდან დაეშვა თეთრი ფარდები... მადლობელი ვარ, შუა ზამთარში ამომიყვანე ყოჩივარდები. |


