|
მე ვენაცვალე შენს ჩაწყობილ კრიალოსანებს - სიტყვებს... სტრიქონებს... ნაჩუქურთმევ უჭკნობ სოსანებს...
რა ძალი დაგყვა უფლისაგან, ვით საქართველოს?!.
ულევი განძი ჩვენამდე რომ ჩამოარიგე.
და იქვე, ახლოს, ნაირფერი ბაღი ჰყვაოდა...
ვინც შენი "სიბრძნის კიდობანი” ქორწილში ზიდა...
კაცი ერთგული, ღვთისმოშიში და ნაზამთრალი...
და სადაფები ჩამოკრიფე სავსე მთვარედან...
მაგრამ ფერფლმაც კი შეინახა შენი პოემა...
საუკუნეებს ამიტომაც აექარავნე...
პალესტინაში კვლავ რეკავენ დედო-ზარები?!
როს დადგა ჟამი... უკვდავებას აედარბაზე
სხივთა მფრქვეველო, მიმსახურე ციცქნა ფრთოსანი...
სიტყვებს... სტრიქონებს... ნაჩუქურთმევ უჭკნობ სოსანებს... |


